ინსტრუქცია ოფიციალური ოპონენტისათვის
რეცენზიის ფორმა იყოფა 5 ნაწილად.
ყოველი ნაწილი შეიცავს საორიენტაციო კითხვებს/საკითხებს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს თავისუფალი ტექსტით.
ტექსტი უნდა იყოს ოპტიმალური – კონკრეტულად გამოხატავდეს ოპონენტის ობიექტურ აზრს ნაშრომის შესახებ.
წინამდებარე ფორმის I და II ნაწილი, ძირითადად, ნაშრომის დადებით ასპექტებს ეთმობა, დანარჩენი – ოპონირებისათვის არის განკუთვნილი.
განსაკუთრებით ყურადსაღებია ოპონირების ნაწილი (ნაწ. III). ის უნდა შეიცავდეს ავტორის კრიტიკულ აზრს, შენიშვნებს კვლევის შედეგებისა და მეცნიერული სიახლის შესახებ, რომლის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის ზუსტად/კონკრეტულად აღწერა (ნაწ. II), არსებითად, განსაზღვრავს კიდეც ნაშრომის შესაბამისობას სადოქტორო დისერტაციისათვის წაყენებული მოთხოვნებთან.
რეცენზიის ბოლოს მონიშნეთ შესაბამისი "რგოლი" დადგენილ მოთხოვნებთან დისერტაციის შესაბამისობის შესახებ.
გმადლობთ, თანამშრომლობისთვის.